ვირუსოლოგი გიორგი კამკამიძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ იმყოფებოდა, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი განცხადებით, საზოგადოების შიშს ის უფრო ამყარებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და პრეპარატი არ არსებობს.
მისივე თქმით, კორონავირუსი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაფიქსირდა უფრო რთულად ვრცელდებოდა მაგრამ სიკვდილიანობა ჰქონდა მაღალი, ახალი კორონავირუსის შემთხვევაში კი მდგომარეობა პირიქითაა - ვირუსი მარტივად ვრცელდება, მაგრამ სიკვდილიანობა დაბალია.
„შიში პირველ რიგში თავიდან წამოვიდა იმასთან დაკავშირებით, რომ წინა კორონავირუსული ეპიდემიები, რომლებმაც არ მიიღეს პანდემიის ხასიათი, ისინი ხასიათდებოდნენ მაღალი სიკვდილიანობით. როდესაც ახალი კორონავირირუსის დაფიქსირება მოხდა, მოლოდინი და შიში იყო, რომ მაღალი სიკვდილიანობა ექნებოდა. უფრო მარტივად ვრცელდება, მაგრამ უფრო ნაკლებია სიკვდილიანობა. ვაქცინის არარსებობა და ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის არარსებობა ამტკიცებს ამ შიშს. განვითარებულ ქვეყნებში მოცვა გრიპის ვაქცინაციის გაცილებით უკეთესია, მაგრამ ზოგ ქვეყანაში საერთოდ დაბალია, მათ შორის საქართველოშიც“, - განაცხადა გიორგი კამკამიძემ.